ლა ლიგის 21-ე ტურში "ბარსელონამ" "ნოუ კამპზე" 2:1 დაამარცხა "ბილბაო".
მასპინძლები მე-20 წუთზე მესიმ დააწინაურა. მან "ბარსაში" ყველა ტურნირზე ჩატარებულ 755 მატჩში 650-ე გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე 55 გოლი კი საჯარიმოდან გაიტანა.
49-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჟორდი ალბამ ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 74-ე წუთზე გამარჯვების გოლი გრიზმანმა გაიტანა, რომელმაც უკანასკნელ 3 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"ბარსამ" ბოლო 10 შეხვედრიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 40 ქულით მეორე ადგილზეა და 8 თებერვალს სევილიაში "ბეტისს" დაუპირისპირდება.
მესის შთმბეჭდავი ხელფასი და სასამართლო - სპორტის ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი გაასაჯაროვეს
"მესი მოვა და მზარეულის ფუნქციები დაგრჩება" - დი მარია ცოლმა გააშაყირა