მესის შთმბეჭდავი ხელფასი და სასამართლო - სპორტის ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი გაასაჯაროვეს

AutoSharing Option
ესპანურმა მედიამ ლიონელ მესისისა და "ბარსელონას" შორის გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვეს და აღმოჩნდა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს სპორტის ისტორიაში ყველაზე მსუყე ხელშეკრულება ჰქონია.

პირველად მონაცემები El Mundo-ს ჩაუვარდა ხელში. გამოცემის მიხედვით, სწორედ მესის კონტრაქტია სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირიანი: ხელშეკრულების მიხედვით ლეომ 4 წელში "ბარსელონასაგან" 555 237 610 ევრო უნდა მიიღოს. მონაცემების მიხედვით, კონტრაქტის ამოწურვამდე 5 თვით ადრე არგენტინელმა უკვე 551 540 545 ევრო გამოიმუშავა.

დოკუმენტი 30 გვერდისაგან შედგება. "ბარსა" ვალდებულია ლიონელ სეზონში 138 მილიონი ევრო გადაუხადოს + ბონუსები: კონტრაქტის გაფორმების
115 225 000 ევრო, ხოლო ერთგულების სანაცვლოდ 77 929 955 ევრო.

მესის მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. 2020 წლის სეზონის შუაში ლეოს "ბლაუგრანას" დატოვება სურდა, თუმცა ექსპრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ გუნდიდან არ გაუშვა.

მესი კი გავრცელებული ინფორმაციის გამო "ბარსელონას" ხელმძღვანელობისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. "ბარსელონაში" კი ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვსო, ასეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას როგორ გავასაჯაროებდითო...

არგენტინელის მიზანში კი სამი ადამიანია და სარჩელს სწორედ მათ წინააღმდეგ შეიტანს. პირველი "ბარსას" ექსპრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ გახლავთ. მეორე ექსაღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ. ორივე მათგანი კონტრაქტის ხელმოწერაზე იყო პასუხისმგებელი. ხოლო მესამე კი "ბარსელონას" პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსია, რომელსაც ასევე მუწვდებოდა ხელი დოკუმენტზე.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩვენი სენია სხვის ჯიბეში ფულის დათვლა და ჭორაობა. დაუწუწუნია როდესმე ბარსელონას მენეჯმენტს მესის ამხელა ხელფასის გამო კლუბი გაკოტრების პირასააო? - არა. მიაღწევდა ბარსა მესის გარეშე იმ შედეგებს? - ვერა. კლუბი ყოველ ფინანსურ წელს მოგებით ასრულებდა და ამ ყველაფერში მესის დიდი დამსახურებაა. ღმერთმა შეარგოს რაც მისი შრომითა და ოფლით მოუპოვებია.
გულშემატკივარი
09:55 03-02-2021
0
იმიტომ უჩივის რომ გამომჟღავნდა რა შანტაჟისტი არამზადაც არის.ზოგიერთ ჭკუისკოლოფს კიდევ თუ მიაჩნია რომ ბარსას ერთგულია.
თემო
15:00 02-02-2021
5

სიახლეები პოპულარული