"არ მაინტერესებს, "ატლეტიკო" აქამდე როგორ თამაშობდა..." - სუარესი "ატლეტიკოზე" საუბრობს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თავის ახალ კლუბში ადაპტაციაზე ისაუბრა. 

"სიმართლე გითხრათ, აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. არ ვიყავი დარწმუნებული, ამ დონეზე თუ ვითამაშებდი. 

სიმეონე იმ მწვრთნელთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ფეხბურთელის მენტალური გაძლიერება შეუძლია. მან მითხრა, რომ მენდობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდნენ, მე საუკეთესო ფორმაში ვეღარ დავბრუნდებოდი. 

არ მაინტერესებს, "ატლეტიკო" აქამდე როგორ თამაშობდა. ესპანეთში გადმოსვლამდე "ლივერპულსა" და ურუგვაის ნაკრებში გამოვდიოდი და ვიცი, რომ თუ მწვრთნელის ფილოსოფიას მოერგები, ახალ გუნდში მარტივად ადაპტირდები", - განაცხადა ლუისმა. 

შეგახსენებთ, სუარესს ამ სეზონში 16 შეხვედრაში
14 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altსუარესს ჭკუათმყოფელი გაუშვებდა? - ურუგვაელის "ატლეტიკო" შეუჩერებელია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული