მესიმ თამაში გარდასახა, ტრინკაუმ სადებიუტო გოლით "ბარსას" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 22-ე ტურში "ბარსელონამ" სევილიაში 3:2 დაამარცხა "ბეტისი".

მატჩი მართლაც თვალსასეირო გამოდგა. მწვრთნელმა კუმანმა მესი სასტარტოში არ დააყენა და 38-ე წუთზე მასპინძლები იგლესიასმა დააწინაურა. 57-ე წუთზე მესი შეცვლაზე შევიდა და სტუმრები გარდაისახნენ. 59-ე წუთზე ლეომ ანგარიში გაათანაბრა, 68-ე წუთზე კი მისი წამოწყებული კომბინაციის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში რუისმა ჩაჭრა. ანდალუსიელები არ გატყდნენ და რუისმა 75-ე წუთზე ამჯერად უკვე მეტოქის კარი დალაშქრა.

თითქოს ფრე გარდაუვალი იყო, მაგრამ 87-ე წუთზე ტრინკაუმ თქვენი მოწონებული გაიტანა და "ბარსელონას" გამარჯვება მოუპოვა.

21 წლის პორტუგალიელი
ნახევარმცველი "ბარსელონამ" "ბრაგასგან" გასულ წელს 31 მილიონ ევროდ შეიძინა და კატალონიურ გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში პირველად დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი.

"ბარსა" 43 ქულით მეორე ადგილზეა და 14 თებერვალს "ალავესს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არა რა? ლეო მესი და როლანდო, ესენი არიან ფეხურთის მონსტრები!
barsa mesi
11:14 08-02-2021
2

სიახლეები პოპულარული