23:00 საათის მონაცემებით, ხმის მიცემაში კლუბის 35 013-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო კიდევ 2 0663-მა ადამიანმა ხმა ფოსტის საშუალებით მისცა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა, რომელსაც ამომრჩეველთა 58.3%-მა მისცა ხმა. ვიქტორ ფონტმა ხმების 31.3% მიიღო, ხოლო ტონი ფრეიშამ - 9.3%.
"ჩვენ ვნახეთ, როგორ მივიდა მესი არჩევნებზე. მას უყვარს "ბარსელონა". ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად დიდი ოჯახი ვართ", - წერს ლაპორტა "ტვიტერზე".
ის კატალონიური კლუბის პრეზიდენტი 2003-10 წლებში იყო და
ამ პერიოდში გუნდმა ოთხჯერ ლა ლიგა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.