ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულმა "ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ თავისი კლუბის მწვრთნელს, რონალდ კუმანს მადლობა გადაუხადა.
"ეროვნულ გუნდში რომ მიხმეს, ეს კუმანის დიდი დამსახურებაა. მან ახალგაზრდებს თავიდანვე ნდობა გამოგვიცხადა. მისი ძალიან მადლიერი ვარ. მხარს მიჭერს და ამას ვაფასებ.
ნაკრებში კარგად მიმიღეს. აქ ჟორდი (ალბა) და ბუსი (ბუსკეტსი) არიან; აგრეთვე - ბიჭები, რომლებთანაც ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი. ამიტომ ადაპტაცია არ მიჭირს.
ყველა ფეხბურთელი შესანიშნავი ადამიანია. მომწონს ის ფეხბურთი, რომელსაც გუნდი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით თამაშობს. იმედი მაქვს, რომ ნაკრებისთვის სასარგებლო ვიქნები", - ციტირებს პედრის კატალონიური "სპორტი".