"საქართველოსთან თამაშის შემდეგ ლუის ენრიკე ძალიან ანერვიულდა..." - marca "ფურია როხას" თამაშში პრობლემებს ხედავს

AutoSharing Option
საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებებთან არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ ლუის ენრიკე და "ფურია როხას" ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფში 4 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ.

ესპანელებმა პირველ ტურში საბერძნეთთან საკუთარ მოედანზე ვერ მოიგეს. შეგახსენებთ, შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო 28 მარტს საქართველოს ნაკრებს ბოლო წუთზე გატანილი ბურთით 2:1 სძლიეს.

საქართველოსთან თამაშის შემდეგ ლუის ენრიკე ძალიან ანერვიულდა. მიზეზი კი სხვადასხვაა:

ენერგიის ნაკლებობა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის შეცდომით ისარგებლა და საბერძნეთთან შედარებით, ბევრად შემტევი თამაში შემოგვთავაზა.

შეგახსენებთ, ბერძნებმა კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

რაც შეეხება
ენერგიის ნაკლებობას, მიმდინარე სეზონში გამოძახებული ფეხბურთელები გადაიღალნენ, რამაც საბოლოოდ კინაღამ ფატალური შედეგი გამოიწვია.

ფეხბურთელები ფორმიდან ამოვარდნენ

"მანჩესტერ სიტის" მცველი ერიკ გარსია საკმაოდ კარგ ფორმაშია, დიეგო ლორენტემ კი საქართველოსთან მატჩის დებიუტშივე ყვითელი ბარათი მიიღო, რამაც დიდი ნერვიულობა გამოიწვია, რადგან კვარაცხელიას დრიბლინგებიდან გამომდინარე, წითელი ბარათის საშიშროებაც გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ლორენტეს ნაკრების შემადგენლობაში რუმინეთთან 2019 წლის შეხვედრაში აღარ უთამაშია. შეგახსენებთ, იქ დიეგო გააძევეს.
"ნაპოლის" ნახევარმცველი ფაბიან რუიზი თავის თავს არ ჰგავს...

Sportall.Ge

"უკბილო" შეტევა

ვერც საბერძნეთთან და მით უმეტეს, ვერც საქართველოსთან თამაშში ესპანელი ფეხბურთელები მეტოქის მეკარეზე ზეწოლას ვერ ახერხებდნენ. ისინი მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ გამოირჩეოდნენ, რიგ მომენტებში კი ქართველებმა მეტოქეს საერთოდაც აჯობეს.

ბუსკეტსი და როდრი

ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვამ, სერხიო ბუსკეტსმა და როდრიგო ერნანდესმა, გუნდის თამაშზე გავლენა ვერ მოახდინა.

"ბუსკეტსი სამიზნეა, როდესაც "ბარსელონაში" ან ნაკრებში რაღაც ხდება... ჩემთვის ის ფუნდამენტური ფეხბურთელია. მას უნიკალური ლიდერობის ფუნქცია გააჩნია", - განაცხადა ენრიკემ.

თუმცა ფაქტი ფაქტია, ბუსკეტსმა საქართველოსთან თამაშში გუნდის დაცვაზე ვერ იზრუნა, ხოლო საბერძნეთთან როდრიმ რამდენიმე სულელური შეცდომა დაუშვა.

თუმცა კარგი სიახლეებიც გვაქვს

უნაი სიმონმა ქართველებთან სოლიდური შეხვედრა ჩატარა, პედრი ნაკრებს ახალგაზრდულ ასაკშივე კარგად შეეწყო. რაც შეეხება ოლმოს, ორივე თამაში კარგად ითამაშა, საბოლოოდ კი მეორე შეხვედრის მიწურულს სწორედ მისი გასროლის შემდეგ გაიმარჯვა ესპანეთმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული