ხავი და "ბარსა" კვლავ ერთად - "ალ სადი" ესპანელს გაუშვებს, მთავარი "ბლაუგრანას" წინადადებაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ცვლილება სავსებით რეალურია.

კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მიმდინარე კვირაში ხავის ესაუბრა, რომელიც ამჟამად "ალ სადს" წვრთნის.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ მწვრთნელსა და ყატარულ კლუბს შორის ხელშეკრულება 2 წლის ვადით სულ ცოტა ხნის წინ გახანგრძლივდა, არაბები ხავის "ბარსელონაში" წასვლის უფლებას მისცემენ.

ახლა კი მთავარი "ბლაუგრანას" შეთავაზებაა.

ხავი "ალ სადს" 2019 წლის მაისიდან წვრთნის და მასთან ერთად გუნდმა 6 ტიტული მოიგო.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ზუსტადაც ასეთი კაცი ჭირდება ბარსას, რომელიც გრძნობს გუნდის მაჯისცემას, რათა გამოიყვანოს გუნდი კრიზისიდან.
ქობულეთიდან
06:18 15-05-2021
0
გამოდის პრობლემებს უნდა დაემალო...? პიროქით კაცი მადინ ხარ პრობლემებს რომ გაუმლლავდები და ორმოდან ამოიყვან!
კახა
21:19 14-05-2021
0

სიახლეები პოპულარული