ხავისა და რაულის სახლში დაბრუნება და ხელახალი აღორძინება?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია, იმის განცდა არსებობს, რომ მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ახალ გზას დაადგებიან და შეეცდებიან თავიანთი დიდება დაიბრუნონ, ამისთვის კი პირველი ნაბიჯი კლუბში ლეგენდების დაბრუნება იქნება.

ხავი ერნანდესი და რაული თავიანთ ყოფილ კლუბებთან მწვრთნელის რანგში დაბრუნებას განიხილავენ, ამისთვის კი ყოფილმა ნახევარმცველმა კატარის "ალ სადთან" კონტაქტი უნდა გაწყვიტოს და კატალონიაში დაბრუნდეს. 

თუ რონალ კუმანი და ზინედინ ზიდანი დაკავებულ თანამდებობას დატოვებენ, მარტივი გასათვითცნობიერებელი იქნება, თუ ვინ ჩაანაცვლებს მათ. 

ყველას უნდა გუნდში შემდეგი გვარდიოლა

"სევილიის"
ყოფილი მეკარე და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერი, ხუან კარლოს უნზუე ამ ყველაფერს არ ეთანხმება, თუმცა ფაქტი ფაქტია, "ბარსელონას" პეპ გვარდიოლას დროს სასწაული თამაში მისდიოდათ, ტურნირს ტურნირზე იგებდნენ და ევროპის მასშტაბის დიქტატორადაც წარმოგვიდგნენ. 

"ჩელსიმ" იგივე ფრენკ ლამპარდთან სცადა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკაიერთან, "არსენალმა" კი მიკელ არტეტასთან. ვინ როგორ გაამართლა მაგას გულშემატკივარი გადაწყვეტს, თუმცა ფაქტია, კლუბებმა უკვე დაიწყეს ლეგენდების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება. 

ხავი შეუძლებელია იყოს გვარდიოლა, ხოლო რაული დელ ბოსკე, მათ თავიანთი უნიკალური გზა აქვთ, რასაც უნდა გაყვნენ. ამასთან ერთად ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ორი სპეციალისტი იმ ხელფასსაც არ მოითხოვს, რასაც მაგალითად მაურისიო პოჩეტინო და კარლო ანჩელოტი იღებენ, ამრიგად, წარმოდგენილ ესპანურ კლუბებს ფინანსური კრიზისის დროს ეყოლებათ მწვრთნელები, რომლებსაც გული მოთამაშე ფეხბურთელებზე არანაკლებ შესტკივათ. 

ორივეს აქვს ლიდერული თვისებები, რაც გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ტაიმებს შორის შესვენებისას, გასახდელში საჭიროა ლიდერი, რომელიც ყველაფერს გარედან აკვირდება და უყურებს სპეციალისტის თვალით, ეს ყველაფერი კი ამ ორივე ლეგენდას გასისხლხორცებული აქვს. 

როდესაც კლუბში ახალი მწვრთნელი მოდის, მას გუნდთან შესაჩვევად გარკვეული დრო სჭირდება, ხოლო როდესაც კლუბის ყოფილი ლეგენდა საკუთარ "სახლში" ბრუნდება, ამ შემთხვევაში მისი მოთხოვნილებები, ემოციები და მონდომება ერთიორად იზრდება. ამიტომ ვფიქრობ, ორივე კლუბს ეს გზა დიდ წარმატებას დაუბრუნებს. 

აღსანიშნავია ასევე, "ბარსელონას" ახალი ბილიკი სჭირდება, რაც ევროპის მასშტაბით დომინანტობამდე მიიყვანს, რონალ კუმანის დანიშვნის გეგმამ არ გაამართლა, რის გამოც გუნდი ფაქტობრივად ჩამოიშალა, რაც შეეხება "რეალს", "სამეფო კლუბს" კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ აშკარა ჩავარდნა აქვს, ამიტომ მათ ახალი სისხლი სჭირდება, რაც საბოლოოდ, ზინედინ ზიდანის გუნდიდან წასვლას და კლუბის ყოფილი ლეგენდის დაბრუნებას გულისხმობს. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

altხავი და "ბარსა" კვლავ ერთად - "ალ სადი" ესპანელს გაუშვებს, მთავარი "ბლაუგრანას" წინადადებაა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი პირლომ გაამართლა და მეორე ესენი გაამართლებენ.მე არ მესმის რატომ უნდა გაუშვა ზიდანი?გუნდი რომელიც ათი წელი კოპა დელ რეისაც კი ვერ იგებდა ევროპის დომინანტად აქცია.ლა ლიგაშიც სულ ბრძოლაშია ბოლო ტურამდე.გუნდი თუ დაბერდა და ახლები ვერ მოყავთ ეს ზიდანის ბრალია?ან კუმანი,რა ფეხბურთელებიც ყავს ის შედეგი აქვს.უკეთესიც...მესის და დე იონგის გარდა ფაქტიურად ყველა გასაშვებია გუნდიდან.კუმანი კი სასწაულმოქმედი არაა მკვდარი გააცოცხლოს.სამ ფეხბურთელს თუ დაიმატებს თავის ჭკუაზე,მაგარ გუნდს შექმნის კიდევაც.აქ თუ ახლა ხავი მოიყვანე იუვეს დღევანდელი მდგომარეობა მონაგონი იქნება,ისეთ დღეში ჩავარდება ბარსა.ერთი ქაოსური სეზონი იყო სულ კუმანი.კიდევ ერთი სეზონი აუცილებლად უნდა აცადონ,თორემ სრული ფიასკო გარდაუვალია ჩემი აზრით.
Master
11:03 21-05-2021
1
ისე მესის ხავის ინიესტას პიკეს დავიდ ვილას და ასე შემდეგ რა მწვრთნელი სჭირდებოდათ? გვარდიოლას ტალანტს რომ მიეწერება ყველაფერი. ჩამოთვლილი გუნდებიდან ლამპარდის ჩელსის სოლსკიაერის მანჩესტერს თუ არტეტას არსენალს ჰყავდა გუნდში მესი ხავი ინიესტა ვილა და მისნაირები?
nknk
06:50 21-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული