კარლო ანჩელოტი "რეალში" დაბრუნდა

AutoSharing Option
მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ევერტონი" დატოვა და "რეალი" ჩაიბარა.

"რეალმა" ანჩელოტის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და წლიურ გასამრჯელოდ 6 მილიონი ევრო დაუნიშნა.

ანჩელოტის შტაბში ფიზმომზადების მწვრთნელი ანტონიუ პინტუსი იქნება, რომელიც "რეალში" 2016-19 წლებში მუშაობდა, შემდეგ კი ანტონიო კონტეს ასისტენტი იყო "ინტერში". რა თქმა უნდა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდში სამუშაოდ წაიყვანა თავისი შვილი დავიდე ანჩელოტი.

ანჩელოტი "რეალს" 2013-15 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

შეგახსენებთ, "რეალი" 27 მაისს პირადი ინიციატივით დატოვა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული