დიდია ალბათობა იმისა, რომ მადრიდელების გუნდში დიდი სახელის მქონე იტალიელის გადასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს უკანასკნელი არ იქნება, მათ აქვთ გეგმა, რის მიხედვითაც გუნდში ავტორიტეტული ფეხბურთელები უნდა დაიმატონ.
"ამჟამად "რეალის" პირველ გუნდში 33 ფეხბურთელი ირიცხება." - წერს პაკო გონსალესი (Tiempo de Juego-ს ხელმძღვანელი).
"არცერთ მათგანზე ჯერჯერობით შემოთავაზებები არ გვაქვს, მათ შორის, არც ედენ აზარზე. ძვირად
ღირებული ფეხბურთელების ყიდვა, ისე, რომ არავინ გავუშვათ, არ შეიძლება, რადგან ეს ყველაფერი გუნდზე ცუდად აისახება. ჩვენი გეგმაა ლუკა იოვიჩის იჯარით გაშვება იქ, სადაც ბევრს ითამაშებს. ვიმეორებ, იჯარით გაშვება და არა გაყიდვა. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ბრაჰიმ დიაზი და ტაკე კუბო, კლუბის მონახვის პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ. მარტინ ოდეგორი შესაძლოა კვლავ გავანათხოვროთ. "რომას" ბორხა მაიორალი სურს, თუმცა მათ 15 მილიონი ევრო ამჟამად არ აქვთ.
დანი სებალოსს განათხოვრება აღარ სურს, ის "ბეტისთან" მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა მათ მისი გამოსასყიდი თანხა არ გააჩნიათ".
კილიან მბაპე ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც მადრიდის "რეალს" ყველაზე მეტად უკავშირებენ, თუმცა სინამდვილეში "ბლანკოსსა" და მის ხელმძღვანელობას ფრანგი სუპერვარსკვლავის დამატება ძალიან გაუჭირდებათ.
"თუ "რეალს" მბაპეს დამატება მოუნდება, მაშინ აგვისტომდე ფეხბურთელების დიდი ნაწილი უნდა გაყიდოს", - ამბობს გონსალესი.
"ეს მხოლოდ ერთი დიდი ტრანსფერი იქნება. ჩვენ მცველი აღარ გვყავს, რომლის მეშვეობითაც სერხიო რამოსის გუნდიდან წასვლას გავანეიტრალებთ. ასევე გვჭირდება ახალი სახეები ნახევარდაცვაში კონკურენციის გაზრდაში. მბაპესა და ჰოლანის ერთდროულად დამატება შეუძლებელია. მადრიდელები პსჟ-ს ფეხბურთელების გაცვლასთან დაკავშირებით არ დაკონტაქტებიან. ფრანგები თუ თანახმა იქნებიან, მბაპეში 200 მილიონ ევროს გადაიხდიან და ისე გადაიყვანენ ფეხბურთელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" სათამაშოდ.
სერხიო რამოსს კონტრაქტის განახლება არ სურს. თუ კლუბები რაფაელ ვარანში 35-40 მილიონ ევროს გადაიხდიან, ამ შემთხვევაში გუნდს ფრანგი მცველიც დატოვებს. ასევე ეძებს გუნდს ისკო. განსხვავებული ვითარებაა მარსელოსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს, ფაქტობრივად, თამაში აღარ უწევს, ის მაინც დარჩენას გეგმავს. გარეთ ბეილზე შეუძლებელია რაიმე ახლის თქმა. რაც შეეხება "კასტილიაში" გაზრდილ ფეხბურთელებს, ანჩელოტი მათ მაშინ დაუძახებს, როდესაც დასჭირდება".
წყარო: marca