იანვრიდან მოყოლებული, რამოსი და პერესი კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მათ დრო ივნისის ბოლომდე ჰქონდათ, რამდენჯერმე ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ კი სერხიომ მადრიდიდან წასვლა გადაწყვიტა.
მხარეების თქმით, რამოსს სჯეროდა, რომ ჯერ კიდევ მაღალ დონეზე შეეძლო თამაში და ცდილობდა გუნდის პრეზიდენტი დაერწმუნებინა, რომ 2-წლიანი კონტრაქტი მიეღო, თუმცა ფლორენტინო ამას არ თანხმდებოდა. მას სურდა
ხელფასის შემცირება და სხვა ბევრი რამის შეცვლა, რაზედაც მცველი არ დათანხმდა და წასვლა გადაწყვიტა.
უკანასკნელი წვეთი ოთხშაბათს დასახელებული შემადგენლობა გახლდათ, სადაც სერხიო არ მოიაზრეს, რამაც ყველაფერი ცხადყო.
ლეგენდარულმა ანდალუსიელმა "რეალი" დატოვა. შეგახსენებთ, რამოსი 35 წლისაა და მისი მომავალი კლუბი ჯერ კიდევ უცნობია.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
გუნდმა მისცა ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, რამდენიმე თაობა ეყოლებათ უზრუნველი და თუნდაც ბოლო 1 ან 2 სეზონი 35 წლის ასაკში დაბალ ხელფასზე აღარ უნდათ.
ჩემი აზრით ზუსტადაც რომ მაგ ფეხბურთელებს კიდიათ ყველაფერი ფულის გარდა.
პ.ს. 300 ლარს რო არ შესთავაზებდა ხომ ფაქტია.