კემპესი: აღარ არის რონალდო და მესიც წავიდა, ეს ესპანური ფეხბურთის დასასრულია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა მარიო კემპესმა თავდამსხმელ ლეო მესის "ბარსელონადან" წასვლის შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"ლა ლიგას აღარ ეყოლება რონალდო. სხვა მესიც არ იქნება. მბაპე ან სხვა ვინმე კიდევ შეიძლება მივიდეს, მაგრამ ასეთი ფეხბურთელები, როგორიც ეს ორი მონსტრია, რომელთაც 10 თუ 12 წელი ვუყურებდით, მეტად აღარ იქნება.

მბაპე მათი კლასის არ არის. დღეს ესპანური ფეხბურთი - ეს მესია და ეს მისი დასასრულია.

"ბარსელონას" აღარ უნდა ვალების აღება და გაკოტრება, მესის კი ევროცენტის დაკარგვა არ სურს. დაე ეს
ზღაპარი კარგად დასრულდეს. "ბარსელონა" მე არ მაღელვებს. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ", - ციტირებს კემპესს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბუფონი ნედვედი ტრეზეგე და კიდევ ბევრი იუვეს სერია ბ - ში ჩაყვნენდა ამოიყვანეს კიდეც, ეს ისე, ცნობისთვის, ასე რომ მესის ბარსა ყველაფერს ურჩევნია და ეგეთები არაა მართებული, ჩემი აზრით 5 წლის წინაც უნდა წასულიყო და ფეხბურთი ეთამაშა
ზორბეგი
14:29 07-08-2021
0
ცუდია რომ მესი ბარსას ტოვებს მაგრამ მეორე მხრივ ბარსას ნგრევა მეთოდურად მიდიოდა ბოლო რამოდენიმე წელი ყველას თვალწინ და ბარსას ფანების პასიურობის დამსახურებაცაა რაც მოხდა. და მესი რომ არა, რომელიც მიათრევდა ამ გუნდს კარგად ხანია ლევანტეების გვერდზე იქნებოდა ცხრილში. კაცი 34 წლისაა უკვე და რატომ უნდა დარჩეს გაურკვეველი პერსპექტივების მქონე გუნდში. ადრეც უნდა წასულიყო ოღონდ პსჟ ში არა.
არტ
12:14 07-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული