კვალიარელამ "იუვენტუსს" ვერ გაუტანა - მესიმ მეექვსედ მოიპოვა "ოქროს ბუცი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მაისს, სერია A-ს უკანასკნელ ტურში "სამპდორიამ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა უმოტივაციო "იუვენტუსი", რომლის რიგებშიც არ უასპარეზია თავდამსხმელ რონალდოს.

"ოქროს ბუცის" მოსაგებად მასპინძელთა 36 წლის თავდამსხმელ ფაბიო კვალიარელას 11 გოლის გატანა სჭირდებოდა, რაც რა თქმა უნდა, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა - 11 კი არა, ვერც ერთი ვერ გაიტანა, 78-ე წუთზე შეცვალეს და ამის შემდეგ დალაშქრეს გენუელებმა "იუვეს" კარი.

მოკლედ, "ოქროს ბუცი" "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ოფიციალურად მეექვსედ მოიგო.

უკანასკნელად უხელმძღვანელა "იუვენტუსს" მასიმილიანო ალეგრიმ. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის მას და თვითონ სად გააგრძელებს
მუშაობას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საერთოდ რაც უფრო ბევრს აკეთებ და დებ სულს და გულს უფრო და უფრო მეტს ითხოვენ შენგან. ასე არიან მესის მიმართ ყველა. ნაკრები აგებს მესის ბრალია, გუნდი აგებს მესის ბრალია. ასე ფიქრობს ის, ვისაც ფეხბურთის ანა ბანა არ ესმის და გაგებაში არ არის. შე კაი ადამიანო, ვინც ასე ფიქრობთ მესის გარდა 10-ი ფეხბურთელებიც ხომ დარბიან, რაღა მაინცდამაიც ისევ მესი გამოგყავთ ყველაფერში დამნაშავე. კარგით რა ნამუსიც კარგი საქმეა! ფუ მართლა უმადურების დედაც.გოგა
goga
19:11 27-05-2019
0
გენაცვალე მესი, მიუხედავად ბოლო ორი მარცხისა, რაშიც შენი ბრალი არ არის ( ზოგიერთი სინდის გარეცხილები ყველაფერს შენ, რომ გაბრალებენ) გისურვებ ყვრლაფერ საუკეთესოს.ლეგენდავ!
გია1
16:13 27-05-2019
0

სიახლეები პოპულარული