ლიონელ მესის წასვლის შემდეგ "ბარსელონაში" გამოწვეული სიჩუმე სერხიო ბუსკეცმა დაარღვია, ესპანელმა ნახევარმცველმა ლეგენდარული "ალბისელესტელის" მიმართულებით თბილი სიტყვები არ დაიშურა.
"მადლობა იმისთვის, რაც შენ ამ კლუბისთვის და შენი თანაგუნდელებისთვის გააკეთე, ჩამოხვედი როგორც პატარა ბავშვი და დაგვტოვე როგორც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. შენ იყავი ის სპორტსმენი, რომელმაც კლუბი ამ სიმაღლეზე აიყვანა.
თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვითამაშე და ძვირფასი მომენტები შენთან ერთად გამოვიარე, ძალიან მომენტრები" - განაცხადა ბუსკეცმა.
ლეო და სერხიო "ბლაუგრანას" შემადგენლობაში მას შემდეგ არიან, რაც პეპ გვარდიოლამ ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა
(2008 წელს), სწორედ მას შემდეგ მოდიან ლეგენდარული ბარსელონელები ერთად...
მომზადებულია marca-ს მიხედვით