"მტკივნეულია, როდესაც მესის სხვა გუნდის მაისურით ნახავ, თუმცა..." - ინიესტა არგენტინელის ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ლიონელ მესის პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა.

"არ ვიცი რა მოხდა "ბარსელონას" შიდა სტრუქტურაში, მოვლენები როგორ განვითარდა, თუმცა კლუბს ამის გამოსწორება აუცილებლად მოუწევს. მტკივნეულია, როდესაც მესის სხვა გუნდის მაისურით ნახავ, თუმცა ლეო "ბარსას" სახეა. ის ამ გუნდისთვის ყველაფერი იყო; მეტიც, ის კლუბზე მეტი გახლდათ. მე ასეთი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. ალბათ, მისი მსგავსი აღარც აღარავინ იქნება...

"ბლაუგრანა" ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და დიდებისთვის ბრძოლა აუცილებლად უნდა განაგრძოს" - ციტირებს AFP ინიესტას სიტყვებს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენო გენიესო ინიესტა! ყველაფერში მართალი ხარ. მესი ბარსასთვის, რომ მეტი იყო, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. მესის ნაირი ნამდვილად, აღარც დაიბადება! პიროვნება, ხასიათი, თავისებური გარეგნობა, თამაშის სტილი, ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილია ამ მართლაცდა საოცარ ფეხბურთელში. ერთი სიტყვით ყველაფერს წარმოვიდგენდით და ბარსას ხელმძღვანელობა, თუ ასე ადვილად შეემეოდა ლეოს, ამას ნაღდად ვერ და არა. ლეოს, რომ ვუყურებ სახეზე ძალიან დიდი გულისტკივილი აწერია.
ეხ ინიესტა რა გუნდი იყავით? მენატრება ეგ დრო.
14:56 11-08-2021
0
მალე ნახავ, ხვიჩა კვარაცხელია კარგად დაიმახსოვრე ანდრესა.
????
14:05 11-08-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული