"ბარსელონას" ექსნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ლიონელ მესის პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა.
"არ ვიცი რა მოხდა "ბარსელონას" შიდა სტრუქტურაში, მოვლენები როგორ განვითარდა, თუმცა კლუბს ამის გამოსწორება აუცილებლად მოუწევს. მტკივნეულია, როდესაც მესის სხვა გუნდის მაისურით ნახავ, თუმცა ლეო "ბარსას" სახეა. ის ამ გუნდისთვის ყველაფერი იყო; მეტიც, ის კლუბზე მეტი გახლდათ. მე ასეთი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. ალბათ, მისი მსგავსი აღარც აღარავინ იქნება...
"ბლაუგრანა" ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და დიდებისთვის ბრძოლა აუცილებლად უნდა განაგრძოს" - ციტირებს AFP ინიესტას სიტყვებს.
მომზადებულია sports-ის მიხედვით