კარვახალმა "რეალს" სევილიაში გამარჯვება მოუპოვა

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში "რეალმა" სევილიაში 1:0 დაამარცხა "ბეტისი".

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრებმა მეორე ტაიმი აქტიურად ჩაატარეს, მათ რიგებში კვლავ გამოირჩეოდა ვინისიუსი, გოლი კი 61-ე წუთზე ბენზემას პასით კარვახალმა გაიტანა.

ბენზემას ანგარიშზე პირველ სამ შეხვედრაში ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა. "რეალის" მწვრთნელმა ანჩელოტიმ თქვა, რომ შესვენებამდე ბენზემამდე ბურთი ვერ მიჰქონდათ, შემდეგ კი ის უკეთ ამოქმედდა და გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა.

"რეალი" 7 ქულით ლიდერია და 11 სექტემბერს "სელტას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული