სიმეონეს საოცარი მიჯაჭვულობა ფეხბურთთან...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ Mundo Deportivo-ს ინტერვიუ მისცა და ფეხბურთთან მიჯაჭვულობაზე ისაუბრა.

"დღე-ღამეში ფეხბურთზე 24 საათის მანძილზე ვფიქრობ. როცა ერთს სძინავს, მეორე თვალს არ ხუჭავს. სანამ პირველს სძინავს, მეორეს ფიქრი შეუძლია და ეს მისი უპირატესობაა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ბოლომდე ფეხბურთიდან გამოთიშვა შეუძლებელია. მიდიხარ კინოში, ფილმი 1,5-საათიანია. შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ როცა პაუზაა ან ნელა მიმდინარეობს, უცებ ფიქრს ვიწყებ: ძირითადში ვინ დავაყენო, ფელიქსი თუ კორეა?!

ძნელია გარშემომყოფებისთვის ამის ახსნა. მაგრამ შენ არ წყვეტ ამ ყველაფერზე ფიქრს, დასვენებისა თუ
ძილის დროს. ძალიან ხშირად დასვენებისა თუ დაწოლის წინ ვფიქრობ, თუ რა შემადგენლობა გამოვიყვანო მოედანზე", - განაცხადა ჩოლომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული