აგონიაში მყოფი "ბარსელონა" ვეტერანებს გაუშვებს და 6 ნოემბერს გუნდს ხავის ჩააბარებს?

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოსთან" დამარცხების (0:1) შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა განრისხებული იყო, დირექტორატის წევრებს თვითმფრინავში მოელაპარაკა და მწვრთნელ რონალდ კუმანის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ეს კატალონიაში ჩაფრენამდე აცნობა და უთხრა, რომ დილის ვარჯიშზე არ უნდა მისულიყო. ნიდერლანდელი კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 4 მილიონს მის თანაშემწეებს გადაუხდიან.

დროებით "ბარსას" ამავე გუნდის დუბლების მწვრთნელი სერხი ბარხუანი უხელმძღვანელებს.

ლაპორტა უკმაყოფილოა პიკეს, ალბასა და ბუსკეტსის თამაშით და სეზონის შემდეგ გუნდიდან მათ გაშვებას აპირებს, მაგრამ მაქსიმალური პატივისცემით დაემშვიდობება.

"ბარსელონას" ხელმძღვნელობას სურს,
გუნდი ხავიმ ჩაიბაროს, რომელსაც "ალ სადთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ყატარული კლუბი მზადაა ხავი სეზონის დასრულებისთანავე, ანუ 3 ნოემბერს გაუშვას.

ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ ხავის ახალი გუნდის შექმნის გეგმა გააჩნია და სწრაფი ცენტრალური მცველის დამატება სურს, ასეთად კი ჟიულ კუნდე (სევილია) მიაჩნია. ამას გარდა, უნდა, ფლანგებზე ანსუ ფატი და უსმან დემბელე გამოიყენოს. დემბელეს კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ გაგრძელებაზე ვერ შეუთანხმდნენ. რაც შეეხება ფატის, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და 7-10 დღეში ჩადგება მწყობრში.

კატალონიის რადიოს ჟურნალისტი რამონ სალმური ირწმუნება, რომ ხავი 6 ნოემბერს "სელტასთან" მატჩში უკვე "ბარსელონას" თავკაცი იქნება.

კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, ხავი თან თავის სამწვრთნელო შტაბს წაიყვანს: ძმას, ხავი ოსკარს, ასისტენტ სერხიო ალეგრესა და ფიზმომზადების მწვრთნელ ივან ტორესს.

თუმცა ეს ყველა ინფორმაცია მედიასაშუალებების მიერაა გავრცელებული და ძნელი სათქმელია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ხავი საკმაოდ ჭკვიანი და ფრთხილია და ასეთ მძიმე ვითარებაში მყოფი "ბარსას" სათავეში ჩადგომის გადაწყვეტილებას ადვილად ვერ მიიღებს. თქვა კიდევაც, მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული და ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვითო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კუმანიც ბართომეუს პროექტი იყო და ბარსას ნგრევაც გაგრძელდა.ახლა ამ სტატიის მიხედვით,გუნდის ძველი,მაღალხელფასიანი ლიდერების გაშვება იგეგმება და ამით ეცდებიან,ახალგაზრდა,ძალიან ნიჭიერი ბიჭების შენარჩუნებას და ახალი გუნდის შექმნას.ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებაა,მაგრამ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე,ჩემთვის გასაგები.მეორე მხრივ,გუნდიდან ერთბაშად ყველა ლიდერის გაშვება,კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას მოიტანს და ახალგაზრდების დავაჟკაცებასაც ხელს შეუშლის.ორი-სამი გამოცდილი ფეხბურთელი აუცილებელია,გუნდში ტრადიციების გადასაცემად და მძიმე მომენტში ლიდერობის თავზე ასაღებად.გასაგებია ისიც,რომ ასე განახლებული ბარსელონას შედეგები,კიდევ უფრო არასტაბილური გახდება და ეს,ფინანსურ შემოსავლებს ვერ გაზრდის,თუმცა ვალები კლუბს სხვა გამოსავალს არ უტოვებს და ძალიან მეძნელება,მაგრამ იმედს ვიტოვებ,რომ შესძლებენ ამ ფინანსური ორმოდან ამოძრომას და აღამვლობის გზაზე შედგომას.
სოსო
00:49 29-10-2021
1
და კიდევ 12 მილიონს გადაუხდიანო. ეს იმ ფულის წილია, რაც ბარსას წაგებებზე იშოვნეს ტოტალიზატორებზე. პრინციპში დაგავორიც ესეთი იყო, წააგებ, წააგებ სახელი გაგიტყდება, მარა მდიდარი წახვალ.. გაწყობს? და კუმანი დატანხმდა, რატომაც არა, 12 მილიონი რამდენი ხაჭაპურის ფულია იცით?.. აი ბიზნესი ესაა, წააგე? წაიღე მაყუთი და წადი, ხალხს თუ გულები უსკდებათ ნერვიულობით, მაი აფერი სიმონ, ხვალ ან ზეგ მოიგებენ და...
კ ო მ ბ ლ ე
01:55 29-10-2021
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული