"სილესენის მტკივნეული ღამე" - ბორდალასმა მეკარე დაიცვა

AutoSharing Option
ლა ლიგაში "ბეტისთან" 1:4 "ვალენსიას" წაგებასა და მეკარე იასპერ სილესენის თამაშზე ყურადღება ნიდერლანდურმა sportnieuws-მა გაამახვილა:

"მტკივნეული ღამე "ვალენსიასთვის": იასპერ სილესენმა ოთხი გოლი გაუშვა. მეკარემ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ისევ არ უმართლებს. "მალიორკამ" ორი გაუტანა, ოთხშაბათს კი "ბეტისმა" კიდევ უფრო გააღიზიანა. პენალტების მოგერიება მისი საყვარელი საქმიანობა არაა".

"მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ნამატჩევს სილესენის ჩატარებულ 5 მატჩზეც ილაპარაკა და გოლკიპერი არ დაადანაშაულა. ამას გარდა, თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილი სასტარტოდან არა შეცდომების გამო გამოიყვანეს, არამედ იმიტომ, რომ ახალგაზრდა მეკარეს დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომელმაც
კარგად არ იცის ესპანური", - აღნიშნავს levante-emv.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა თქმა უნდა, მეკარისთვის ეს ძალიან საჭირო და აუცილებელი მომენტია. რა ეშველება ამას? გიორგი როდის ისწავლის ესპანურს. არადა, როდესაც მოსწონდათ, მაშინ ესპანურს სხხლავდა და ახუჭუჭებდა? მოდით მიშიკო სააკაშვილი წაიყვანონ მეკარედ, მან ბევრი ენები იცის და შეუდარებელი მეკარეც იქნება. ხალხიც დაისვენებს და მასაც საქმეც მიეცემა. არაა ცუდი სამუშაო, სიმსუქნეც ხელს არ შეუშლის 28 დღის მოშიმშილე, მშვენიერ ფორმაში იქნება, სიმაღლეც არ აკლია. მხოლოდ გასამრჯელოს თუ არ დაგვიწუნებს. ძალიან ბევრს არის მიჩვეული. რას იტყვით ხალხნო! გაუწიოთ რეკომენდაცია, შევიდეთ მის მდგომარეობაში, ცოდვაა უმუშევარი კაცი.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
07:01 29-10-2021
33
ობიექტურად არ არის ვალენსია ძლიერი გუნდი და ყველა ვხედავთ, რომ სილესენიც ,,გემრიელად,, უშვებს. ამიტომ მიზეზი მეკარეში კი არა, მთლიანად გუნდშია. ამ ლოგიკით მამარდაშვილი რომ მდგარიყო, არც არაფერი შეიცვლებოდა. მწვრთნელის მოსაზრება, რომ ესპანური არ იცის და ახალგაზრდაა, ბოდვაა, სხვა თუ არაფერი
: )))))))
11:50 29-10-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული