სილესენმა 4 გოლი გაუშვა და "ბეტისს" რეკორდის დამყარებაში ხელი ვერ შეუშალა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-11 ტურში "ვალენსია" სტუმრად 1:4 დამარცხდა "ბეტისთან".

"ღამურების" კარს კვლავ იასპერ სილესენი იცავდა, გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო, მატჩი კი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

"ბეტისმა" "ვალენსიას" ისტორიაში პირველად გაუტანა საშინაო მატჩში 4 გოლი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გაშვებული გოლი ნიდერლანდელი მეკარის ბრალი იყო. რაც სილესენმა კარში ადგილი დაიბრუნა, 5 მატჩში 10 გოლი გაუშვა.

"ვალენსია" 13 ქულით მე-11 ადგილზეა და 30 ოქტომბერს "ვილიარეალს" უმასპინძლებს.

სევილია."ბენიტო ვილიამარინი"
ბეტისი - ვალენსია 4:1
გოლები: 1:0 ბორხა იგლესიასი (14, პენ), 2:0
ბორხა იგლესიასი (30), 2:1 გაბრიელ პაულისტა (39), 3:1 პასელია (62), 4:1 ხუანმი (68)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული