იარემჩუკის ზამთარში შეძენას "ბარსელონა" აპირებს

AutoSharing Option
Diario Gol-ის მტკიცებით, "ბენფიკასა" და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელ რომან იარემჩუკით "ბარსელონა" დაინტერესდა.

26 წლის იარემჩუკის ზამთარში გადაბირებას "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აპირებს. გამოცემის მტკიცებით, თავიდან "ბარსას" ლისაბონური გუნდის ურუგვაელი ლეგიონერის, დარვინ ნუნიესის ტრანსფერის გაჩარხვა უნდოდა, მაგრამ 60 მილიონი ევრო დაუფასეს და თავი დაანებეს.

კატალონიური კლუბის მწვრთნელი ხავი არ რის დარწმუნებული იარემჩუკის შეძენის აუცილებლობაში, მაგრამ "ბარსელონას" უფრო მისაღებ ვარიანტად მიაჩნია, რადგან შედარებით იაფი ღირს. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 17.5 მილიონია, "ბენფიკასთან" კი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

ამ სეზონში
რომანმა 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქვილითაია ბევრად იაფი დაუჯდებათ. არა მგონია დიდი სხვაობა იყოს კლასში.
მაგარი აგენტი 597 45 86 36
04 დეკემბერი 2021 13:43
1
ატალანტადან რუსლან მალინოვსკი და გენტიდან რომან ბეზუსი დაამატონ!უარესის ღირსია ბარსელონა,ის იუდა წინა წელს რომ არ გაყიდეს,წელს 30 ვერცხლად გაექცათ!
alex
04 დეკემბერი 2021 10:03
3
ძიუბა, ძიუბა არ დაავიწყდეთ! ჰე იჩქარონ თორემ რეალს აირჩევს.
რეზი
04 დეკემბერი 2021 12:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული