დანი ალვეშს "ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტთან, ხოსეპ ბართომეუსთან კარგი ურთიერთობა არ აქვს (2016 წელს გუნდიდან გაუშვა).
სამხრეთ ამერიკელმა მცველმა განაცხადა, რომ მისი შემოთავაზების შემთხვევაში სათამაშოდ "ბლაუგრანაშიც" კი არ დაბრუნდებოდა.
"მე მის შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. მაშინ წავედი, როდესაც ის აქ იყო და მასთან თანამშრომლობის სურვილიც კი აღარ მაქვს" - განუცხადა ბრაზილიელმა Alkass Sports-ს.
"სელესაოელმა" ასევე გაამხილა, რომ სურს ლიონელ მესისთან ერთად კიდევ ითამაშოს. შეგახსენებთ, არგენტინელმა პარიზს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიაშურა.
"მესის გუნდიდან წასვლა რთული იყო, კლუბს პრობლემები ჰქონდა და მას ფიზიკურად
ვერ შეინარჩუნებდნენ. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა გუნდი გამოეცვალა, რადგან ის "ბარსელონას" ლეგენდაა, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ვიმედოვნებ ერთ დღესაც დაბრუნდება და ერთად ვითამაშებთ".
ალვეშმა ასევე ლაპორტას დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟოანს შესწევს ძალა "ბარსა" კრიზისიდან ამოიყვანოს.
"მქონდა იმის განცდა, რომ კატალონიაში სათამაშოდ დავბრუნდებოდი, ამას უამრავი ადამიანი ხვდებოდა და დიახ, მე აქ ვარ. უნდა ვიმუშაოთ, რომ სტაბილურობა და სიძლიერე აღვიდგინოთ. მჯერა, რომ ლაპორტა კლუბს თავიდან ააშენებს, გვიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა".
მომზადებულია Marca-ს მიხედვით