"ის აქ იყო და მასთან თანამშრომლობის სურვილიც კი აღარ მაქვს..." - დანი ალვეში

AutoSharing Option
დანი ალვეშს "ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტთან, ხოსეპ ბართომეუსთან კარგი ურთიერთობა არ აქვს (2016 წელს გუნდიდან გაუშვა).

სამხრეთ ამერიკელმა მცველმა განაცხადა, რომ მისი შემოთავაზების შემთხვევაში სათამაშოდ "ბლაუგრანაშიც" კი არ დაბრუნდებოდა.

"მე მის შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. მაშინ წავედი, როდესაც ის აქ იყო და მასთან თანამშრომლობის სურვილიც კი აღარ მაქვს" - განუცხადა ბრაზილიელმა Alkass Sports-ს.

"სელესაოელმა" ასევე გაამხილა, რომ სურს ლიონელ მესისთან ერთად კიდევ ითამაშოს. შეგახსენებთ, არგენტინელმა პარიზს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიაშურა.

"მესის გუნდიდან წასვლა რთული იყო, კლუბს პრობლემები ჰქონდა და მას ფიზიკურად
ვერ შეინარჩუნებდნენ. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა გუნდი გამოეცვალა, რადგან ის "ბარსელონას" ლეგენდაა, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ვიმედოვნებ ერთ დღესაც დაბრუნდება და ერთად ვითამაშებთ".

ალვეშმა ასევე ლაპორტას დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟოანს შესწევს ძალა "ბარსა" კრიზისიდან ამოიყვანოს.

"მქონდა იმის განცდა, რომ კატალონიაში სათამაშოდ დავბრუნდებოდი, ამას უამრავი ადამიანი ხვდებოდა და დიახ, მე აქ ვარ. უნდა ვიმუშაოთ, რომ სტაბილურობა და სიძლიერე აღვიდგინოთ. მჯერა, რომ ლაპორტა კლუბს თავიდან ააშენებს, გვიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
როგორ მეცინება ასეთ გამონათქვამებზე. მესი რომ ბარსადან წავიდა მხოლოდ მესის ბრალია და სხვა არავისი, ბავშვი მოვიდა ბარსაში და მილიარდერად წავიდა, ბარსადან მესი არ უნდა წასულიყო, გაჭირვების დროს გვერდში უნდა დადგომოდა და თუნდაც 5-10 მილიონად ეთამაშა 1-2 წელიწადი, რა უჭირდა ვითომ? რამ შეუშალა ხელი? ააა, 25 მილიონი, ანუ ხელფასის ნახევარიც კი ვერ გადაუხადეს ტიპს, ესაა მთელი ისტორია, ეს საქციელი მესისტებს რატომ არ გაღიზიანებთ? ეს ნორმალურია, რომ კლუბმა, რომელმაც მილიარდერი გაგხადა, გაჭირვებისას გვერდით დაუდგე? ესაა ბიზნესი და მეტი არაფერი. ვისაც გაინტერესებთ მესი თუ რონალდო, მესი რა თქმა უნდა . რონალდოს უბრალოდ არ გაუმართლა მესის ეპოქაში რომ დაიბადა. ამას მარადონა არასოდეს არ იზამდა. მესი უდიდესი ფეხბურთელია და მეტი არაფერი...
25
დანი ალვესს! ბართომეუმ მესი შეინარჩუნა და არ გაუშვა, ხოლო ლაპორტამ ეგრევე გაუშვა, მითუმეტეს მესის სახელის გამოყენებით, მოვიდა პრეზიდენტად. რას ვიზავთ ორივე ცბიერი და ეშმაკები არიან, ყოფილიც და ეხლანდელიც მითუმეტეს. ბართომეუს არ ვუკარგავ მესის შენარჩუნებას, ხოლო ამ საზიზღარ ლაპორტას კი მესის გაშვებას არასოდეს ვაპატიებთ!
fani
12:18 31-12-2021
23

სიახლეები პოპულარული