"ვალენსია" ახალ ტრანსფერთან - ნახევარმცველი, რომელსაც 27 მწვრთნელთან უმუშავია

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ "ვალენსია" საინტერესო ტრანსფერზე მუშაობს - 31 წლის განელი ნახევარმცველი მუბარაკ ვაკასო, რომელიც ჩინურ "ჟენშენში" ასპარეზობს. ამ ინფორმაციას Sportsfinding-ი ავრცელებს.

ვაკასოს კარიერაში 27 მწვრთნელთან უმუშავია და ერთ-ერთი ყველაზე მეტი შეხვედრა (44) "ღამურების" ამჟამინდელი თავკაცის ხელში გამართა, როცა ბორდალასი "ალავესს" თავკაცობდა.

31 წლის განელი ესპანეთში "ვილიარეალში", "ესპანიოლში", "ლას პალმასსა" და "გრანადაშიც" ასპარეზობდა. მუბარაკმა ყაზანის "რუბინში" 16 მატჩი გამართა, რა დროშიც 2 გოლის გატანა შეძლო. ნახევარმცველს განის ნაკრებში 2012 წლიდან იწვევენ.

altმამარდაშვილის კონტრაქტის შემდეგ - "ვალენსიას" მეკარე MLS-ში

alt

"ვალენსიამ" "მამარდა" გაიფორმა, დამარცხდა და თასისთვის ემზადება

alt"ესპანიოლის" ფანები სკანდირებდნენ: "პიკე თხაა, შაკირას კუდი აქვს, შენი შვილი ვაკასოსგანაა"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნახევარმცველი თუ სჭირდებათ, საქართველოსკენ ვერ გამოახედებს ვინმე?! ნახეთ, რა ბიჭები გვყავს: საბა, ზურიკო, ოთარი, გიორგი (ჩაკვეც და წიტაც), ლევანი, ვალერი, თორნიკე, და მრავალი სხვა. მიდგნენ, მოდგნენ და ამოირჩიონ! აღარაფერს ვამბობ ხვიჩაზე: ფეხი მაინც არ ჩაუვათ!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული