"ვალენსიას" ჩერიშევმა მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]

AutoSharing Option
"კოპა დელ რეის" 1/16-ფინალში "ვალენსია" სტუმრად "კარტახენას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. "ღამურების" კარს ხაუმე დომენეკი იცავდა, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა.

სტუმრები 35-ე წუთზე სოლერმა დააწინაურა. 75-ეზე ორტუნომ თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა, რა დროსაც 31 წლის მეკარე დომენეკის მოქმედება უცნაური იყო - ბურთის მოგერიება დაჩოქილმა სცადა.



გავლენიანი Marca მატჩის შემდეგ წერს:

"ასეთი რამ აქამდე არ გვინახავს. პენალტის დროს უცნაურობები მას ადრეც ჩაუდენია - ძელზე ჩამოკიდება, გამოკვეთილად ერთ კუთხეში დადგომა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია."

ამ ფაქტს უარყოფითი გამოხმაურება "ვალენსიას" სოციალურ ქსელებშიც
მოჰყვა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა, რომ ხაუმე გუნდიდან უნდა გაუშვან, ამის ნაცვლად კი მამარდაშვილის პროგრესი ყოვნდება და რივეროც იჯარით მიდის.

საბოლოოდ, ბორდალასის გუნდმა დამატებულ დროში რუსი დენის ჩერიშევის გოლით გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

altბორდალასი შემადგენლობის როტაციას მიმართავს - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი?

altბორდალასმა მამარდაშვილის იჯარით შესაძლო გაშვებასა და "ბარსელონას" ტრანსფერებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 8 /
სალუქვაძისნაირი ჭურნალისტები უკეთებენ საქმეს. ..
ჩინგიზხანი
19 იანვარი 2022 19:25
0
მეკარე როცა ასე აკეთებს მით უფრო იმცირებს რეაქციის სანსს,უფრო გაიდიდა კარები სანამ წამოდგა და გადახტა.თავდამსმელს კიდევ რაც შეეხება მაგ დროს წესით არც უნდა დაიბნეს სწორედ იმ ლოგიკით რაც წერან ჩამოვთვალე.ზუსტი კუთხე და ეგაა რეაქციაც დაგვიანებულია.სისულელე უქნია აბა რა უქნია.
გეგი
06 იანვარი 2022 20:42
1
ბიჯო,ცხრიანში დაურტყა პენალტი და მაინც კინაღამ აუღო.ამ პენალტის ჩათვლით,11-დან 4 პენალტი აქვსო აღებული,კომენტატორმა თქვა და მაგაზე უკეთესი შედეგი,ბევრს აქვს?სისულელეა, ეგ ყველაფერი.ცხონებულ რამაზ შენგელიას აქვს ნათქვამი:-ჩემი პირველი მწვრთნელი,კარლო ხურციძე მასწავლიდა,შენი საქმე,გოლების გატანაა და როგორ,ან სხეულის რომელი ნაწილით გაიტან,თავით,ფეხით თუ ცხვირით,მნიშვნელობა არა აქვს,მთავარია გაიტანოვო.მშვენივრად ითამაშა და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა,თან გუნდის კაპიტანია და ძალიანაც თავდაჯერებული.ლოგიკურად მას უფრო ენდობოდა ბორდალასი და ასეც მოხდა.გიორგის თამაშები ხომ ვნახეთ მოსკოვის დინამოსთან და გრანადასთან,ვიცით,რომ ძალიან ბევრი შეუძლია,მაგრამ ვალენსიაში პირდაპირ ძირითადში მოუწია თამაში და საამისოდ ვერც ფსიქოლოგიურად აღმოჩნდა მთლად მზად,ვერც ენის ცოდნით.ახლა რომ მოუწიოს თამაში,დარწმუნებული ვარ,დაცვასთან გაცილებიით უფრო შეთანხმებულად ითამაშებს და ისეთი შეცდომებიც არ მოუვა,მაგრამ ახლა საამისო შემთხვევას უნდა დაელოდოს და მანამდე,თავაუღებლად იშრომოს,ისწავლოს და კიდევ ისწავლოს.ცხადად ჩანდა,რომ სასწავლი ჯერაც ბევრი აქვს,ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას.ორივეს დიდ წრმატებებს ვუსურვებ,ისევე როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს.
სოსო
06 იანვარი 2022 19:38
1
პენალტის მოგერიებას ვერ მოსთხოვ ვერასოდეს მეკარეს, ზოგს ასეთი ჩვევები აქვს,ზოგი წინ გამოდის დარტყმამდე და დამრტყმელს ელაპარაკება. ვისაც ფეხბურთი უთამაშია კარგად იცის რასაც ვამბობ და ამის გამო არცერთ ფეხბურთელს არ დასჯიან და არც გააკრიტიკებენ.
ვალენსიას ფანები რომ ცოტა მწყრალად არიან ფეხბურთთან იმაშიც ჩანს ფეისბუქზე გვერდზე კომენტარები გამორთულია , სჯობს დაცვის გაძლიერება მოითხოვონ :)
Tomy
06 იანვარი 2022 12:57
2
ძაან კარგად გამოუცნო უბრალოდ ზუსტი და კარგი დარტყმა იყო.. ნორმალური მეკარეა.და რა თქმა უნდა- წარმატება მამარდას !!!
ბოლოკა
06 იანვარი 2022 12:33
0
კაით რა მამარდა ისე ჩანს ვარჯიშებზე ვერ აწონებს მწვრთნელს თავს სათანადოთ და ნუ მოინდომებთ ახლა პენალტის გაშვების გამო მეკარე სასტავიდან ამოაგდონ, მოინდომოს გიორგიმ და ამ ხუანმასაც ამოაგდებს და ბარე ორსაც ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს გვარს არ დავასახალენ.დდდდ
hhh
06 იანვარი 2022 12:12
1
ფსიქოლოგიურად მოქმედებს თავდამსხმელზე. სრულიად გასაგები ქმედებაა. კუთხეც კარგად გამოუცნო და ცოტა დააკლდა მოგერიებისთვის.
კირკიტა
06 იანვარი 2022 11:50
2
ეს მართლა რა სისულელე უქნია
ბაჩო
06 იანვარი 2022 11:02
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული