"ვალენსიას" ჩერიშევმა მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]

AutoSharing Option
"კოპა დელ რეის" 1/16-ფინალში "ვალენსია" სტუმრად "კარტახენას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. "ღამურების" კარს ხაუმე დომენეკი იცავდა, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა.

სტუმრები 35-ე წუთზე სოლერმა დააწინაურა. 75-ეზე ორტუნომ თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა, რა დროსაც 31 წლის მეკარე დომენეკის მოქმედება უცნაური იყო - ბურთის მოგერიება დაჩოქილმა სცადა.



გავლენიანი Marca მატჩის შემდეგ წერს:

"ასეთი რამ აქამდე არ გვინახავს. პენალტის დროს უცნაურობები მას ადრეც ჩაუდენია - ძელზე ჩამოკიდება, გამოკვეთილად ერთ კუთხეში დადგომა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია."

ამ ფაქტს უარყოფითი გამოხმაურება "ვალენსიას" სოციალურ ქსელებშიც
მოჰყვა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა, რომ ხაუმე გუნდიდან უნდა გაუშვან, ამის ნაცვლად კი მამარდაშვილის პროგრესი ყოვნდება და რივეროც იჯარით მიდის.

საბოლოოდ, ბორდალასის გუნდმა დამატებულ დროში რუსი დენის ჩერიშევის გოლით გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

altბორდალასი შემადგენლობის როტაციას მიმართავს - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი?

altბორდალასმა მამარდაშვილის იჯარით შესაძლო გაშვებასა და "ბარსელონას" ტრანსფერებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 8 /
სალუქვაძისნაირი ჭურნალისტები უკეთებენ საქმეს. ..
ჩინგიზხანი
19:25 19-01-2022
0
მეკარე როცა ასე აკეთებს მით უფრო იმცირებს რეაქციის სანსს,უფრო გაიდიდა კარები სანამ წამოდგა და გადახტა.თავდამსმელს კიდევ რაც შეეხება მაგ დროს წესით არც უნდა დაიბნეს სწორედ იმ ლოგიკით რაც წერან ჩამოვთვალე.ზუსტი კუთხე და ეგაა რეაქციაც დაგვიანებულია.სისულელე უქნია აბა რა უქნია.
გეგი
20:42 06-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული