სტუმრები 35-ე წუთზე სოლერმა დააწინაურა. 75-ეზე ორტუნომ თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა, რა დროსაც 31 წლის მეკარე დომენეკის მოქმედება უცნაური იყო - ბურთის მოგერიება დაჩოქილმა სცადა.
გავლენიანი Marca მატჩის შემდეგ წერს:
"ასეთი რამ აქამდე არ გვინახავს. პენალტის დროს უცნაურობები მას ადრეც ჩაუდენია - ძელზე ჩამოკიდება, გამოკვეთილად ერთ კუთხეში დადგომა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია."
ამ ფაქტს უარყოფითი გამოხმაურება "ვალენსიას" სოციალურ ქსელებშიც
საბოლოოდ, ბორდალასის გუნდმა დამატებულ დროში რუსი დენის ჩერიშევის გოლით გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.
ბორდალასი შემადგენლობის როტაციას მიმართავს - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი?
ბორდალასმა მამარდაშვილის იჯარით შესაძლო გაშვებასა და "ბარსელონას" ტრანსფერებზე ისაუბრა