პიკე "რეალის" დამარცხებაში დარწმუნებულია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი ხერარდ პიკე "რეალთან" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური დაპირისპირების წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ამ მატჩს ჩვენთვის კარგ დროს ვხვდებით. ჩვენ ვიზრდებით. ვფიქრობ, კარგად ვითამაშებთ და ფინალში გავალთ.

იმ სიტუაციაში, რომელშიც ვიმყოფებით, ყოველი გამარჯვება გვაძლიერებს. რა თქმა უნდა, ტურნირის მოგება საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს", - განუცხადა პიკემ კატალონიურ "სპორტს".

ამ გუნდების შეხვედრა 12 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტვიტერა ფორმაშია. ურჩევნია მოედანზე დაამტკიცოს თუ ვინიციუსმა არ ათრია ისევ.
Nika
10:54 11-01-2022
0

სიახლეები პოპულარული