მამარდაშვილის "ვალენსია" "ბეტისთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ 0:3 დამარცხდა.

გასული ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა გიორგი მამარდაშვილმა პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებულ მე-18 მატჩში ორი სეივი შეასრულა, გაშვებულ გოლებში კი მისი დადანაშაულება ძნელია.

პირველ ტაიმში თვალსასეირო თამაში არ ყოფილა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და მასპინძლებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. 57-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ვილიან ჟოზემ მცველების უხეირო მოქმედებით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. "ვალენსიამ" მეტოქის კარზე უშედეგოდ დაიწყო იერიშების მიტანა, ხოლო სევილიელებმა შეხვედრის დასასრულს კიდევ ორი გაიტანეს და ისევ სძლიეს "ღამურებს".

„ვალენსია“ 44 ქულით მე-10 ადგილზეა და 15 მაისს გასვლაზე „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 28 091 მაყურებელი
ვალენსია - ბეტისი 0:3
გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (57), 0:2 კანალესი (87), 0:3 ბორხა იგლესიასი (90)

მკითხველის კომენტარები / 15 /
დიდ კრიტიკოსად ვერ გამოვდგები მაგრამ მგონია რომ 1 გოლში წვლილი მიუძღის დანარჩენი ორი დაცვის ბრალი იყო, არაუშავს წაგებაც შემადგენელი ნაწილია ფეხბურთის, მთავარია გააგრძელოს პროგრესი და შეცდომებზე ისწავლოს, წარმატებები გიოს....
koba
11 მაისი 2022 15:36
1
შაშინელი გუნდია ვალესია, მარტო სოლერის იმედზე, დანარჩენები მოედანზე რას აკეთებენ არავინ იცის და არც ბრდალასმა რადგან სულ დორს გაყვანაზე და თამშის გაჯანჯლებაზე აქვთ ცონცენტრაცია. მამარდამ რა ჰქნას, დაცვა დირკაა და ნახევრდაცვაში მარტო სოლერია. თავდასხმაშიც გედეში და უგო დუროც ერთუჯრედიანი უტვინო ფეხბურთელები არიან. იმედია შემდეგ სეზონში უკეთეს მოთამაშეებს დაამატებენ
simartle
11 მაისი 2022 15:10
0
პატარა კაცის სინდრომი გვჭირს. ვინმეს თუ არ მიესალმა ესე იგი გაიბრიქა და ძაანაც კაი თუ ცუდად ითამაშა ხო? იქნებ ვერ დაგინახათ, ან თამაშზე ჰქონდა კონცენტრაცია და ვერ მოგესალმათ. ეგრევე უნდა დაგაპატარაოთ წყენამ და ცუდი უსურვოთ არა? გიხაროდათ რომ სამი გოლი გაუტანეს...
კვარას შუა თამაშებზე უვარდება ხალხი სელფების გადასაღებად და როცა მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა ეგრევე ლანძღვა დაუწყეს თავში აუვარდაო. რანაირი ხალხი ვართ მართლა. მუდამ გაბრაზებული და დაკომპლექსბული.
Spain
11 მაისი 2022 10:37
2
3 გოლი დაცვის ბრალია. თუ გუნდი არაფერს არ აკეთებს, ბუფონიც რომ იდგეს ტენიან.
123
11 მაისი 2022 08:50
0
მე მივიჩნევ, რომ ვალენსიის მეკარე გიორგი მამარდაშვილს მაინცდამაინც არ აღელვებს ქართველია თუ ინდოელი. აქვს საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და ფლობს ქართულ პასპორტს. შესაბამისად მოქმედებს მოცემული პირობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რისი უფლებაც ნამდვილად აქვს.
ემოციური ქართველი
11 მაისი 2022 05:25
10
ჩემი სუბიექტური აზრით, მეკარის შეცდომა პირველ და მესამე გოლებში შეიძლება ვთქვათ, უფრო პირველ გოლში...
მაგრამ რასაც ვუყურებ ისეთ შეცდომებს უშვებს რომელიც არარსებობს რომ არ დაუშვა ასეთი ფარჩაკი დაცვის ხელში. მწვრთნელი არ ვარ და პროფესიონალურ ანალიზს ვერ დავდებ, მაგრამ როგორც გულშემატკივარი სვარკის ყურება მირჩევნია ამ გუნდის ყურებას, მამარდა რომ არ ,,მაიძულებდეს."
რუსთავი
11 მაისი 2022 03:08
2
ბიჭო ასეთი შურიანები საიდან გაჩნდით მართლა რა.წარმატებები გიორგის!
გეგი
11 მაისი 2022 01:23
4
ბოლო-ბოლო მარტო მამარდაშვილზე დგას ეს გუნდი თუ რაშია საქმე? მას ვერ დაადანაშაულებენ და თუ სინდისი აქვთ, არც არაფერი უნდა თქვან. გიორგის წარმატებები!
რატი
11 მაისი 2022 00:53
0
ფეხბურთი არ გითამაშიათ? მამარდა რა შუაშია , 2 მეტრიდან დარტყმულებს რომელი მეკარე იღებს ? "პრახადნოი დვორია" დაცვაში.
ილია
11 მაისი 2022 00:02
2
გავიგეთ რომ არ გესალმებათ და თქვენც ნუღარ მიესალმებით,რა გააწყალეთ გული!
ირაკლი
10 მაისი 2022 23:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული