ლევანდოვსკი "ბარსელონასთან" ძალიან ახლოს - ესპანელები "ბაიერნის" პირობას დათანხმდნენ

AutoSharing Option
"ბარსელონა" მზადაა, "ბაიერნს" რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს - ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

როგორც იცით, "ბლაუგრანა" აქამდე 32 მილიონ ევროზე იყო ყაბულს, მაგრამ "რეკორდმაისტერი" 50 მილიონს ითხოვდა.

როგორც ჩანს, ესპანური გრანდი მიუნხენელთა ამ წინადადებას დათანხმდა და პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილინ ევროსაც გადაიხდის.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია, თავად ლევანდოვსკის "ბარსელონასთან" 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მესიმ თავისი სურვილით დატოვა ბარსა!დაამტკიცეთ საპირისპირო და ხმას არ ამოვიღებ!!!
alex
18:05 20-06-2022
4
უხ თქვენი, ასეთ სტატიას, რომ ვკითხულობ უფრო და უფრო ვბრაზდები! მესიზე გეჩალიჩათ არ ჯობდა? და ბარსაშივე დაასრულებდა კარიერას, მერე როგორსაც იმსახურებდა ისეთივე გაცილებაც მოგეწყოთ, მაგრამ თურმე მესი გიშლიდათ "ახალი ერის" დაწყებას არა? ლევანდოვსკისთვის კარგად გამოძებნა მაყუთი, მაფიოზა ლპორტამ? ყოველივე ამის მერე უფრო მძულხართ!
მწარე სიმართლე
15:52 20-06-2022
1

სიახლეები პოპულარული