რაფინიას "ბარსელონაში" გადასვლა სურს

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ლიდსის" ნახევარმცველ რაფინია დიასს "ბარსელონაში" უნდა გადასვლა.

ამ კვირაში 25 წლის რაფინია თავის აგენტ დეკუს შეხვდა და ორივე კატალონიური კლუბის შეთავაზების მოლოდინშია.

ბრაზილიელის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, დატოვებს თუ არა "ბარსას" უსმან დემბელე, რომელიც კონტრაქტის გაგრძელებაზე ხელმძღვანელობას ვერ შეუთანხმდა და შეიძლება გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

რაფინიას "არსენალი" ეპატიჟება, მაგრამ ფეხბურთელი ჯერ თავს იკავებს, ვინაიდან "ბარსელონაში" გადასვლის იმედი აქვს. "ბარსას" ტრანსფერი 50 მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდება.

რაფინიამ გასულ სეზონში პრემიერლიგის 35 მატჩში 11 გოლი გაიტანა (4 პენალტით) და
3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აქაური ავტორები (ყველა ბარსას ფანია!) ალბათ თავს იიმედებენ რომ ბარსა ბოლო-ბოლო რაიმე ტრანსფერს გაახერხებს,აბა სხვა რითი აიხსნება რომ რაც იწერება არაფერი მართლდება?! რა ტრანსფერის გამჩარხავია სემიჩკის ფული არ აქვთ)))
გილერმო ამორი
20:02 26-06-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული