დეპაიმ შეიძლება კარიერა სერია A-ში გააგრძელოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ მემფის დეპაის სამსახურით სერია A-ს კლუბები დაინტერესდნენ.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ნიდერლანდელი გუნდის გამოცვლას არ ჩქარობს და თავის მომავალზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, თუ "ბარსელონამ" მისი გაყიდვა გადაწყვიტა, შეეცდება ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდში გადავიდეს.

დეპაის სამსახურით "ინტერი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი და თუ "ბარსას" მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე თანახმა არიან, შეუძლიათ ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართონ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპაის შეძენის სურვილი "ტოტენჰემს" აქვს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი მემფისს გაასწარი, სანამ დროა!
რჩევა
20:11 12-07-2022
1

სიახლეები პოპულარული