რონალდო "ატლეტიკოში"? - მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს მის გუნდში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"არ ვიცი, კრიშტიანოსა და "ატლეტიკოსთან" დაკავშირებით ეს ისტორია ვინ მოიგონა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია", - განუცხადა სერესომ COPE-ს.

პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა და მადრიდულ კლუბს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდო "მანჩესტერის" ბაზაზე მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან შესახვედრად მივიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Ronaldos.goris.dila.tu.miigebs.an.baaro.chpxatairi
Shalva
18:04 27-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული