"ბარსელონამ" დღეს, 5 აგვისტოს, ახალწვეული რობერტ ლევანდოვსკი ოფიციალურად წარადგინა.
პოლონელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა მადრიდის "რეალზეც".
"რა თქმა უნდა, კლასიკოს თამაში მინდა, მზად ვარ "რეალს" შევხვდე. როგორ უნდა ვითამაშო მათ წინააღმდეგ, კარგად ვიცი. გასულ სეზონში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, თუმცა "ბარსელონა" იმისთვისაა, რომ ისინი დაამარცხოს.
არ ვფიქრობ "ბლანკოსზე" ან კარიმ ბენზემაზე. ის წარმოუდგენლად შედეგიანი ფეხბურთელია, ლა ლიგაში უკვე დიდი ხანია გამოდის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად "ბარსასთვის" ყველა შეხვედრაში ვითამაშო და არამხოლოდ "სამეფო გუნდის" წინააღმდეგ", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
მომზადებულია Sports-ის
მიხედვით