ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა, ბუსკეტსი გააძევეს, "ბარსელონამ" ლა ლიგა გამარჯვებით ვერ დაიწყო

AutoSharing Option
ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონასა“ და „რაიო ვალეკანოს“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, სტუმრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ და პირველი ტაიმის დასასრულსა და მეორის დასაწყისში კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს (ალვარო გარსიამ და კამელომ). „ბარსა“ ბევრს უტევდა, თამაში შეცვლაზე შესულმა დე იონგმა და ფატიმ გაამწვავეს, ლევანდოვსკის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ობამეიანგს გატანა ზედ კარის ხაზზე მდგომმა მცველმა კატენამ არ დაანება, კესიეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, 90+3-ე წუთზე ბუსკეტსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მერე მადრიდელთა თავდამსხმელმა ფალკაომ გაიტანა,
მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ბარსა“ 22 აგვისტოს სტუმრად „სოსიედადს“ შეხვდება.

ბარსელონა. „ნოუ კამპი“. 81 104 მაყურებელი
ბარსელონა - რაიო ვალეკანო 0:0
გაძევება: ბუსკეტსი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 8 /
მე არ მჯერა, რომ ვერ მოუგო! ასეთი თამაშები არ უნდა ტყდებოდეს! ამიტომ, სრულ კრახს ვუსურვებ ბარსას მთელი სეზონი!
გელა
05:07 14-08-2022
11
აღარ ვცემ ბარსას პატივს.როგორ ექცევიან დე იონგს,დეპაის.როგორ მოექცნენ მესის,სუარესს,დანი ალვეშს.ობამეიანგი გამოიყენეს და აღარ ათამაშებენ ლევანდოვსკის გამო.ამასობაში დემბელეს ყველა სურვილს უსრულებენ,თავს ევლებიან.ჩამოწერილი პიანიჩი დაიბრუნეს.რაღა დროს პიანიჩია.ფული არ აქვთ და რამდენი უაზრო ფეხბურთელი იყიდეს,რაღაც ფინანსური მაქინაციებით,თაღლითობით და აფერისტობით.ამ გუნდს მომავალი არ აქვს.ძალიან უმადური გუნდია ხავის თამადობით.ვითომ გრანდობას ცდილობენ,მაგრამ ასეთი ჩამოწერილ ფეხბურთელებში 150 მილიონის გადახდა ვერ მოუტანს ვერანაირ შედეგს ფინანსურადაც და მორალურადაც გაბანკროტებულ გუნდს.
master
10:16 14-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული