"ბარსას" 20 მილიონი ესაჭიროება - შესაძლოა, 60 მილიონად ნაყიდმა კუნდემ კლუბი უფასოდ დატოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონაში" ჟიულ კუნდეს გარშემო არეული სიტუაცია გრძელდება და კატალონიური გრანდი "სევილიადან" 60 მილიონ ევროდ ნაყიდ ფრანგი მცველის დარეგისტრირებას ჯერაც ვერ ახერხებს.

"ბლაუგრანას" 31 აგვისტომდე აქვს ვადა, რომ 23 წლის ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანოს, ამისათვის კი 20 მილიონი ევროს გამომუშავებაა საჭირო.

"ბარსელონამ" სასწრაფოდ უნდა გაყიდოს ფეხბურთელ(ებ)ი, რათა გუნდის ხაზინა 20 მილიონი ევროთი შეივსოს, შემდეგ კი კუნდეს დარეგისტრირების უფლებას მიიღებს. თუ "ნოუ კამპის" ბინადრებმა ეს ვერ მოახერხეს, ფრანგ უკანახაზელს კატალონიური კლუბის დატოვება უფასოდ შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ისეთივე ფრანგია, როგორც ეხლა მე ჩინელი, მაგრამ პრინციპში საფრანგეთი წალეკეს აფრიკელებმა და ალჟირელებმა. ფრანგების ადგილი დარჩა კი საფრანგეთში?
gio
23 აგვისტო 2022 11:58
0
მაიმუნი ლაპორტა, ისეა გაგიჟებული მაყუთზე, რომ მალე ბართუშასაც გადაასწრებს აფიორობაში! მოათრევს ამდენ ფეხბურთელებს, მერე აიდა აუსვიით და აუცვით ბარსადანო. ლაპორტა შენს პოლიტიკას არ გავკარით?!
fui
23 აგვისტო 2022 08:23
0
პერესი სეპარატისტ ლაპორტაზე ჭკვიანი რომაა დიდი ხანია ჩანს!
ნათქვამია სიჩქარით ხალხს გააცინებო... ან/და კიდევ, მოჩქარეს მოუგვიანდესო!
ლაშა
22 აგვისტო 2022 18:55
4
მოკლედ ეს ლაპორტა მაგარი წუწუნაა გუნდ 20 მილიონი არააქვს და რა მიზნები უნდა ქონდეს ვერ ვხვდები?
Gio
23 აგვისტო 2022 06:06
1
ობამეიანგს გაყიდიან ჩელსიში
dato
22 აგვისტო 2022 22:21
0

სიახლეები პოპულარული