"ღამურების" მხრიდან პირველი გოლის ავტორი ჯასტინ კლუივერტი გახდა, რომელიც ლეგენდარული ნიდერლანდელის პატრიკ კლუივერტის ვაჟია.
აღსანიშნავია, რომ გუშინ 6059 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც "ვალენსიას" მაისურით ჯასტინის მამა პატრიკს გოლი ჰქონდა შეგდებული.
23 წლის ჯასტინ კლუივერტი "რომას" საკუთრებაა და "ღამურების" რიგებში იჯარით თამაშობს.