ლა ლიგის მერვე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა.
„რეალი“ 22 ქულით პირველ ადგილზეა და 16 ოქტომბერს „ბარსელონას“ უმასპინძლებს, რომელიც დღეს სახლში „სელტას“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დაიბრუნებს.
"სამეფო გუნდმა" ამ სეზონში პრიმერაზე 8 მატჩიდან 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, რაც ბოლო 31 წელიწადში მისი საუკეთესო შედეგია.
ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 14 502 მაყურებელი
ხეტაფე - რეალი 0:1
გოლი: მილიტაო (3)