"რეალთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ ისაუბრა.
"არ ვიცი, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ კლასიკო აღმაგზნებს, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს სიტყვა შესაბამისია, მაგრამ "რეალთან" თამაში მომწონს. მიყვარს შეჯიბრი. მსურს ისევ გავსულიყავი ასეთ მატჩებში ფეხბურთელის რანგში. იგივეს ვიტყვი "ინტერთან" შეხვედრაზე. ასეთ მატჩებში შენი დონის ჩვენება გინდა, თუმცა კლასის გამოვლინება მწვრთნელის რანგშიც გინდა.
მოტივაცია მაქსიმალურია, ჩვენთვის ეს ჩემპიონატზე წინ ნაბიჯის გადადგმის შანსია. გვინდა პოზიციურად შევუტიოთ, "რეალი" თავის ნახევარზე ჩავკეტოთ. მასთან სიმწიფის გამოვლინებაც საჭიროა.
ნებისმიერ ფასად გამ
არჯვება არ მინდა. ასეთი ამოცანა არ მაქვს. მიზანი კარგი თამაშით გამარჯვებაა: რათა ინიციატივა ჩვენგან მოდიოდეს, რომ აგრესიულ პრესინგს მივმართავდეთ, მაგრამ გულშემატკივარი შედეგზეა ორიენტირებული და ეს ბუნებრივია", - ციტირებს ხავის "მარკა".
ნებისმიერ ფასად გამ
ეს კლასიკო დღეს, 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.