კიმ მინ ჟაეს მსოფლიო გრანდები უხმობენ

AutoSharing Option
Sunday Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" "ნაპოლისა" და სამხრეთ კორეის ნაკრების მცველი კი მინ ჟაეს შეძენა სურს.

26 წლის ფეხბურთელს ბრწყინვალე სეზონი აქვს და მან "პარტენოპეიში" კალიდუ კულიბალი შესანიშნავად ჩაანაცვლა.

კიმის დამატებით მადრიდის "რეალიცაა" დაინტერესებული და ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

სამხრეთკორეელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე ვატყობ,1 წელიწადში,ნაპოლისაგან ბუმბულიღა დარჩება.სულ გაბდღვნიან ქორები.
სოსო
18:24 12-12-2022
1
არანაირად არ უნდა გაყიდონ არც კიმი და არცერთი ლიდერი თუ უნდათ სკუდეტო და ლიგაც მოიგონ !
zura222
21:35 12-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული