მატჩის დღე! ესპანეთის თასის ნახევარფინალში მამარდაშვილის "ვალენსია" "რეალს" შეხვდება

AutoSharing Option
დღეს, 11 იანვარს, საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" და მადრიდის "რეალი" შეხვდებიან.

ჯენარო გატუზოს გუნდი დასავლეთ აზიაში 25-კაციანი შემადგენლობით 9 იანვარს ჩავიდა და მას შემდეგ "ბლანკოსთან" მატჩისთვის ემზადება.

თავდაპირველად გაჩნდა მოსაზრება, რომ ქართველი მეკარე აღნიშნულ შეხვედრაში დაისვენებდა, რადგან ლა ლიგაში ყველა შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, თუმცა, ესპანური Eldesmarque-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი კვლავ გიორგის დაეყრდნობა.

გიორგიმ წლევანდელ სეზონში "ღამურების" შემადგენლობაში 16 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 3-ჯერ შეინახა.

მატჩი
თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Sport news
მკითხველის კომენტარები / 8 /
მამარდამ საუცხოოდ ითამაშა ბოლოს 2 სეივი ჰქონდა 1 : 1 დამთვრდა ,
ბოსტანა
01:06 12-01-2023
0
Tasis naxevarfinali araa, uazro ragacaa, tumca mekaristvis kargia gamocdilebis gasamdidreblad.
.........
23:43 11-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული