უკრაინელი მეკარე ლუნინი "რეალს" დატოვებს

AutoSharing Option
23 წლის უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და "რეალის" დატოვება უნდა.

ჟურნალისტი ნაჩო გონსალესი იტყობინება, რომ ლუნინი იანვარში იჯარის წესით "ოვიედოში" გადავა, სადაც ადრე თამაშობდა და ხელფასის 90%-ს "სამეფო კლუბი" გადაუხდის.

ლუნინს "რეალთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ზაფხულში მხარეები თანამშრომლობას შეწყვეტენ.

"ოვიედო" 24 ტურის შემდეგ სეგუნდაში 31 ქულით მე-14 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული