"ერთა ლიგა არავის არაფერში სჭირდება..." - კროოსმა უეფა გააკრიტიკა და სუპერლიგის იდეაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გერმანელმა ვარსკვლავმა ტონი კროოსმა სუპერლიგის იდეას დაუჭირა მხარი და უეფა გააკრიტიკა. 33 წლის ნახევარმცველი ერთა ლიგასაც შეეხო და თქვა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ისეთი ტურნირი შექმნა, რომელიც არავის აინტერესებს:

"ვფიქრობ, სუპერლიგას ვიხილავთ და ამას არაერთი მიზეზი აქვს. ტურნირის იდეა შეიცვალა და განხილვას იმსახურებს. თუ სიტუაციას მთლიანობაში შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ უეფა სულაც არ არის გულშემატკივრებისთვის კეთილგანწყობილი ორგანიზაცია. ამჟამად სუპერლიგა ყველა კლუბის განაცხადების განხილვას აპირებს.

ამ ტურნირზე არ იგეგმება, რომ მონაწილეობა მხოლოდ დამფუძნებელმა კლუბებმა მიიღონ და ისინი მუდმივად იასპარეზებენ.
ეს იქნება ღია სპორტული ტურნირი, რომელსაც მართავენ კლუბები და არა უეფა. დარწმუნებული ვარ, იდეა იმსახურებს მინიმუმ კიდევ ერთ შესაძლებლობას.

ხშირად მოსაზრებები მხოლოდ უეფადან მოდის და არის განცდა, რომ არავინ გვისმენს. მათ შექმნეს ერთა ლიგა, რომელიც არავის არაფერში სჭირდება და ამის შესახებ მათ კითხვას არავინ უსვამს", - ციტირებს კროოსს AS.
მკითხველის კომენტარები / 13 /
აბსოლუტურად სწორი აზრია.უეფა და ფიფა გადაიქცა კორუფციის და ფულის კეთების შპს-დ. ვერც ვერავინ ერევა მათ გადაწყვეტილებებში და ფინანსები კი გადამალულ- გასაიდუმლოებულია.რომ იძახით სახალხო თუ დემოკრატიული სპორტიაო,ნეტა რა გაქვთ მხედველობაში? ის რომ გერმანია სან-რემოს ეთამაშება თუ ის რომ სიტი უნდა (თეორიულად)ეთამაშოს თუნდაც ქუთაისის ტორპედოს?
ენ ბი ეის თუ ენ ეიჩ ელის ტიპის გათამაშებებში ერთი თუ გაგიგიათ ჩაწყობილი თამაში ან კორუფციის ერთი შემთხვევა? ფეხბურთში ფულის უდიდესი ნაწილი შედის ტელევიზიის მეშვეობით. დღეს თქვენ რომ უყურებთ ნეაპოლის და სასჯელის თამაშს, მხოლოდ კვარაცხელიას გამო თორემ ისე რაში გაინტერესებდათ?
მოკლედ ( ვერ ჩამოვაყალიბე ბოლომდე),სუპერლიგა იქნება და სხვა შანსი არ არის. და იქნება რეგიონალური, სტუდენტური, სამოყვარულო ლიგები და ჩემპიონატები, საიდანაც საუკეთესო მოთამაშეები მოხვდებიან სუპერლიგის კლუბებში.
სანდრო
18 თებერვალი 2023 00:07
0
ფეხბურთელებში ყველაზე უსისხლო გერმანელი.ნაკრებშიც ძალად თამაშობდა და ახლაც სიბრძნეებს აფრქვევს.არ მომწონს ეს კაცი ძალიან უვარგისი ვინმეა,არატიპიური გერმანელი.
Master
17 თებერვალი 2023 23:54
0
გ----ი ფრიცო.
ეეე
17 თებერვალი 2023 21:24
1
ამას ვინ კითხავს? ვის დაკარგვია საერთოდ?
გია პაპა
17 თებერვალი 2023 19:50
2
თუ არ ვცდები ეგ ვაჟკაცი იმ ნაკრების წევრია მსოფლიო ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით და მოწინააღმდეგეთა რბევით გაიარა.
w
17 თებერვალი 2023 18:15
0
ფეხბურთში დიდი ფული დატრიალდა და ყველა ცდილობს,თავისკენ გადაქაჩოს.ლეგიონერებზე შეზღუდვების ფაქტობრივად მოხსნამ,ფულის ცენტრალიზება გამოიწვია,ისინი ბობოლა გუნდებმა დააგროვეს და ახლა უკვე,ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და კიდევ უფრო გამდიდრებას ესწრაფიან.ასეც მოხდება,რადგან კონკრეტულ ფეხბურთელში ისეთ თანხას გადაიხდიან,რომელზეც ვერც ფეხბურთელი და ვერც მისი კლუბი,უარს ვერ იტყვიან.შესაბამისად,ისინი ყოველთვის უმაღლეს პოზიციებზე იქნებიან და დიდ ფულს ჩაიჯიბავენ,პატარა გუნდები კი,მათ მომმარაგებლებად გადაიქცევიან.ახლაც უკვე ასეა,მაგრამ ახალი სისტემის პირობებში,ეს კიდევ უფრო საგრძნობი გახდება.ფეხბურთი,ყოველთვის დემოკრატიული სპორტი იყო და დღეს მავანნი,სწორედ ამის წინააღმდეგ ინრძვიან.
სოსო
17 თებერვალი 2023 17:01
0
სუპერლიგის იდეას მხარს უჭერენ ტრადიციული გრანდები. რეალი, ბარსა, ბავარია, მილანი და ა.შ.
რა არის მიზეზი ამის? ის რომ არ დაკარგონ სტატუსი.
რატომ დადგა საფრთხე მათ დაკარგონ თავისი პრივილეგირებული მდგომარეობა?
იმიტომ რომ ფეხბურთში გამოჩნდენ დიდი ფულის მქონე პირები, რომლებსაც უბრალოდ ეს გრანდები შეუძლიათ ჩაისვან ჯიბეში.
მარტივად იყიდაინ. სიტის, ნიუკასლის საშუალო დონის კლუბს და მათ რეალზე და ბარსახ მაღლა დააყენებენ ფინანსურად.
აი ესაა პრობლემა. მსოფლიო გრანდი მილანი ფაქტიურად უკვე რიგირთი გუნდია, ეს დღე ელოდება ბარსასაც, მოვა რეალის დროც.
აი ესაა მტავარი მიზეზი
las
17 თებერვალი 2023 15:40
1
ბოლო ბოლო გამოკითხვა ჩაატარონ UEFA-ში შემავალ ყველა ქვეყნებში და მარტივად დარწმუნდებიან მაგ სუპერლიგის მცდარ აზრში. თუ რამოდენიმე ბობოლა გუნდზეა საუბარი გავიდნენ UEFA-დან და ერთად იყვნენ, თავი დაანებონ მაშინ იმ ''არასასურველ'' გუნდებთან თამაშს. საერთოდ ჩაეხსნან საკუთარ ჩემპიონატებსაც და სულ კარგად იყვნენ. ვნახოთ ვინ როგორგ განვითარდება უერთმანეთოდ.
G.LA
17 თებერვალი 2023 14:29
4
საინტერესოა შენ რომელს უყურებ კადისი ოსასუნას თუ სიტი მილანს მაგალითად
gio
17 თებერვალი 2023 19:53
4
ახალი, საფუძვლიანად შეცვლილი პროექტი წარმოადგინესო

ამ ტურნირზე არ იგეგმება, რომ მონაწილეობა მხოლოდ დამფუძნებელმა კლუბებმა მიიღონ და ისინი მუდმივად იასპარეზებენ. ეს იქნება ღია სპორტული ტურნირი, რომელსაც მართავენ კლუბები და არა უეფა. დარწმუნებული ვარ, იდეა იმსახურებს მინიმუმ კიდევ ერთ შესაძლებლობას.

ძნელია აქედან აზრის გამოტანა?
ანტონიო
17 თებერვალი 2023 19:00
1
სუპერლიგა არის მკვდრადშობილი იდეა.. ყველა თავისი ქალაქის გუნდს გულშემატკივრობს, უპირველეს ყოვლისა. რამდენჯერ ყოფილა რომ არა-ტოპ ქვეყნის კლუბმა დაამარცხა ტოპ-ქვეყნის კლუბი? აგერ, მოლდოვის გუნდმა მოუგო რეალს მადრიდში. ფეხბურთი არის სახალხო სპორტი და არა მხოლოდ ბობოლების.
ქუთაისელი
17 თებერვალი 2023 13:19
4
კარგი იქნება თუ ტრანსფერების ზედა ზღვარიც დაწესდება! რა ამბავია 50 მილიონი 100 მილიონი?! ფეხბურთის კლუბია თუ უკრაინა?!
aburjga
17 თებერვალი 2023 17:52
0
ამხანაგური თამაშები ჯობია აბა ? ის თამაში ტოტალიზატორით რო ხალხს ატყაებდნენ ვითომ თამაშზე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 თებერვალი 2023 12:24
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული