"ატლეტიკომ" მორატას მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 25-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ჟირონას" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

"როხიბლანკოს" შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ 90+1 წუთზე გაიტანა.

25 ტურის შემდეგ "ატლეტიკო" 38 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 19 მარტს, "ვალენსიასთან" ჩაატარებს.

თავის მხრივ, "ჟირონა" 30 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 18 მარტს კი "რაიო ვალეკანოს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული