"მესი, რასაც უნდა, იმას გააკეთებს, ეს ჩემი პრობლემა არ არის" - ანჩელოტი ლეოს "ბარსაში" შესაძლო დაბრუნებაზე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

"მესი, რასაც უნდა, იმას გააკეთებს, ისევე, როგორც "ბლაუგრანა". ეს ჩემი პრობლემა არ არის.

მე ლეო, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს. ეს ტრანსფერი ესპანური ლიგისთვისაც დიდებული სიახლე იქნება", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელის "ბარსელონაში" დაბრუნება უფრო და უფრო რეალური ხდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო უნდა კითხო ნორმალურმა ადამიანმე მესის გემებზე რამე ანჩელოტის?დდდდ
ტტტ
21:48 24-04-2023
0

სიახლეები პოპულარული