კასტელიანოსი: "რეალის" კარში ოთხი გოლის გატანას ვერ წარმოვიდგენდი

AutoSharing Option
ლა ლიგის 31-ე ტურში, სახლში "რეალთან" 4:2 მოგებულ მატჩში, "ჟირონას" თავდამსხმელმა ვალენტინ "ტატი" კასტელიანოსმა პოკერი შეასრულა და "მარკასთან" ემოციები ვერ დამალა:

"ოცნებათა საღამო. ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდით და ასეთ რამეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

სიამოვნებას ჩვენს გულშემატკივრებთან, ოჯახთან, არგენტინელებთან და მენდოსელებთან ერთად ვიღებ, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.

"რეალის" კარში გატანა ჩემი ოცნება იყო, ოთხი გოლის გატანას კი ვერც წარმოვიდგენდი. ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. მიხარია გულშემატკივრების და პარტნიორების გამო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული