"მარკას" ცნობით, "ატლეტიკომ" ნახევარმცველ მარკო ვერატის შეძენა მოისურვა და პსჟ-სთან მოლაპარაკება წამოიწყო.
თუმცა,მადრიდული კლუბი მიიჩნევს, რომ ვერატის შეძენა გაუჭირდება, ვინაიდან პსჟ 70 მილიონ ევროდ აფასებს.
იტალიელის სამსახურით აგრეთვე პრემიერლიგის ორი კლუბი და მათ შორის, "ლივერპულია" დაინტერესებული. მარკოს გადაბირებას საუდის არაბეთის კლუბი ეცადა, მაგრამ ფეხბურთელმა ევროპის დატოვებაზე უარი განაცხადა.
ვერატიმ გასულ სეზონში ლიგა 1-ის 29 მატჩში ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა ვერ გააკეთა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო.