კარვახალი "ბარსელონასთან" 0:3 მარცხზე: არ ინერვიულოთ, ოფიციალურ შეხვედრაში მათ აუცილებლად მოვუგებთ

AutoSharing Option
30 ივლისს მადრიდის "რეალი" ამხანაგურ შეხვედრაში "ბარსელონას" დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. მიუხედავად ასეთი სხვაობით წაგებისა, "ბლანკოსის" მცველ დანი კარვახალს მიაჩნია, რომ "ბლაუგრანას" ოფიციალურ მატჩებში აუცილებლად დაამარცხებენ:

"ბარსელონასთან" წაგებამ შეიძლება პირში ცუდი გემო დატოვოს, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, სად ვართ, რას ნიშნავს ეს თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ ოფიციალურ შეხვედრაში ჩვენ მათ დავამარცხებთ.

შანსები ჩვენც გვქონდა, 5-ჯერ ძელს გავარტყით, პენალტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გავიმეორებ, ნუ ინერვიულებთ, ოფიციალურ მატჩში ჩვენ გავიმარჯვებთ", - ამბობს კარვახალი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რაა, კაცი იმედით ცოცხლობსო ნათქვამია.
დანი-ს
14:31 01-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული